Home
Category
TV Live Menu

სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" მონაწილეობა Expo 2017-ში მიიღო

598c0455b0057
BM.GE
10.08.17 10:58
792
10 ივნისიდან - 10 სექტემბრის ჩათვლით, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში საერთაშორისო გამოფენა Expo 2017 მიმდინარეობს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით  საერთაშორისო გამოფენის ძირითადი თემატიკაა „მომავლის ენერგია.“ გამოფენა მიზნად ისახავს მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნების, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კომპანიებისა და საზოგადოების ჩართულობას საკითხზე თუ "როგორ უზრუნველვყოთ ენერგორესურსების უსაფრთხო და მდგრადი ხელმისაწვდომობა CO2- ის ემისიების შემცირებისას."

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, გამოფენაში მონაწილეობა მიიღო კომპანიამ „პანექსი“, რომელიც ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს, კერძოდ კი სენდვიჩპანელებს აწარმოებს. საერთო ჯამში კი გამოფენაზე საქართველოსთან ერთად, ჯამში 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

გამოფენის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტიორთა ხელშეწყობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ცოტნე ამაშუკელმა შეხვედრა გამართა როგორც ყაზახეთის, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ბიზნეს წრეებთან. დაინტერესებულ პირებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამები წარუდგინა და გააცნო ყველა ის მექანიზმი, რომლითაც სახელმწიფო კერძო სექტორის წარმომადგენლებს ეხმარება.


Subscribe to our news

Get the main news of the day