Home
Category
TV Live Menu

"სააპელაციო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს გათავისუფლებული 2 თანამშრომლისთვის დაახლოებით 88 000 ლარის გადახდა დააკისრა"

58c1721ab451a
BM.GE
09.03.17 19:20
1171
სააპელაციო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს სამსახურიდან გათავისუფლებული 2 თანამშრომლისთვის დაახლოებით 88 ათასი ლარის გადახდა დააკისრა, - ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" მომჩივანმა, სამინისტროდან 2013 წელს გათავისუფლებულმა ანი სუბელიანმა განუცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ დღეს გამოიტანა იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ის დანაშაულის პრევენციის ცენტრის წინააღმდეგ, საიდანაც 2013 წელს 2 თანამშრომლის გათავისუფლება მოხდა.

"3-წლიანი დავა მიმდინარეობდა და დღეს თითქმის სრულად დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნები. ჩვენ ვითხოვდით აღდგენას თანამდებობაზე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და პირგასამტეხლოს ანაზღაურებას. მხოლოდ პირგასამტეხლო არ ანაზღაურდა. იძულებითი განაცდური კი დაახლოებით 44 ათასი ლარი გამოდის თითოეულ ადამიანზე",- აცხადებს ანი სუბელიანი.

2013 წლის ნოემბერში თანამდებობიდან გათავისუფლდა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი დავით მაისურაძე. ანა სუბელიანის თქმით, ეს ფაქტი მან და თამაზ ახობაძემ გააპროტესტეს, რასაც წულუკიანის მიერ მათი დაბარება მოჰყვა.
როგორც დღეს ანა სუბელიანი აცხადებს, მათი სამსახურიდან გათავისუფლება უშუალოდ იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება იყო, რომელიც დანაშაულის პრევენციის ცენტრმა განახორციელა.

"მართალია, ცენტრის გადაწყვეტილება იყო ოფიციალური და ცენტრი იყო ოფიციალური მოპასუხე მხარე, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება და ამის შესახებ ძალიან დეტალურად იყო მოთხრობილი სარჩელში. მისი დავალება იყო, რომ გავთავისუფლებულიყავით. მან გვიწოდა, ვციტირებ "ნაციონალების ძლოკვები" და "წინა მთავრობის გადმონაშთები". აქედან გამომდინარე ადვილად დავამტკიცეთ ისიც, რომ დისკრიმინაციის საფუძველზე მოხდა ჩვენი გათავისუფლება",- აცახდებს ანი სუბელიანი.

Subscribe to our news

Get the main news of the day