Home
Category
TV Live Menu

საარსებო მინიმუმი გაიზარდა

596b258cdec9b
BM.GE
16.07.17 13:00
745
საქართველოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი ივნისში 174,3 ლარი იყო, რაც წინა თვესთან შედარებით, 1,1 ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17,2 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი ივნისში 154,4 ლარი იყო, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 292,4 ლარი.
2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

Subscribe to our news

Get the main news of the day