Home
Category
TV Live Menu

საარსებო მინიმუმი საქართველოში

5a0e87fda292b
BM.GE
17.11.17 10:47
936
ოქტომბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 174 ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 5,2 ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 154 ლარი და 10 თეთრია, რას სექტემბერთან შედარებით 4,6 ლარით, ხოლო წინა წლის ოქტომებრთან შედარებით 12,3 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით საარსებო მინიმუმი ოჯახის ტიპების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

ერთსულიანი - 154 ლარი და 10 თეთრი
ორსულიანი - 246 ლარი და 40 თეთრი
სამსულიანი - 277 ლარი და 40 თეთრი
ოთხსულიანი - - 308 ლარი და 20 თეთრი
ხუთსულიანი - 346 ლარი და 80 თეთრი
ექვსსულიანი და მეტი - 409 ლარი და 90 თეთრი

საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

Subscribe to our news

Get the main news of the day