Home
Category
TV Live Menu

საარსებო მინიმუმი საქართველოში

59bc0e2e91226
BM.GE
16.09.17 10:00
978
აგვისტოში საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 148 ლარი და 30 თეთრი შეადგინა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში 0.5 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი და მან 280,9 ლარი შეადგინა. შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 167 ლარსა და 40 თეთრს შეადგენს.

ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 237 ლარია, სამსულიანის 266,9 ლარი, ხოლო ოთხსულიანის 296 ლარი.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი ივნისში 154,4 ლარი იყო, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 292,4 ლარი.
2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

Subscribe to our news

Get the main news of the day