Home
Category
TV Live Menu

"საარსებო მინიმუმის დათვლის 2003 წელს მიღებული მეთოდოლოგია 2017 წელს არ უნდა მოქმედებდეს"

58b041fc61d40
BM.GE
24.02.17 18:22
988
ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე საარსებო მინიმუმის დათვლის დღეს მოქმედ მეთოდოლოგიას მოძველებულად მიიჩნევს. სურგულაძე "ბიზნესკონტრაქტთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ სხვა ქვეყნის მაგალითის გადმოღება სწორი არ არის და საქსტატმა ახალი მეთოდოლოგია უნდა შეიმუშაოს, რომელიც სრულყოფილი იქნება.

"თუ ასე ძალიან გვინდა ევროპაში შესვლა საარსებო მინიმუმი ისე უნდა დავითვალოთ, როგორც ამას იქ აკეთებენ. იქ აუცილებლად შედის სულიერი სოციალური მომენტები, როგორიც არის წიგნის კითხვა, თეატრში ან კინოში სიარული და სხვადასხვა მომენტი, რომელიც ადამიანს სულიერი განვითარებისთვის სჭირდება. ეს მეთოდოლოგია 2003 წელს იყო მიღებული, იმის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და ჩვენც შესაბამისად უნდა შევცვალოთ მეთოდოლოგია. რომელიმე ქვეყნის მეთოდოლოგია რომ ავიღოთ, ჩემი აზრით, არასწორი იქნება,“- აცხადებს ვატო სურგულაძე.

როგორც ჯანდავცის სპეციალისტი აღნიშნავს, მეთოდოლოგიაში ახალი მონაცემები უნდა იქნეს შეყვანილი. მაგალითად ისეთი, როგორიც არის მობილური ტელეფონი, მედიკამენტი და ა.შ.

"ჩვენ ჩვენი საკუთარი მეთოდოლოგია უნდა შევიმუშაოთ. მაგალითად, ლიტვაში მინიმალურ კალათას ოჯახიდან გამომდინარე ითვლიან. ჩვენ ამას ვერ გადმოვიღებთ. ჩვენი ახალი მეთოდოლოგიის შექმნა გვჭირდება, სადაც მობილური ტელეფონის გამოყენებაც იქნება ჩასმული. გარდა საკვები პროდუქტების ფასებისა, არის მედიკემნტებიც, რომლებზეც ფასები გაიზარდა. არსებული მეთოდოლოგია, რომლითაც დღეს ამ კოეფიციენტს ითვლის, ძირფესვიანად შესაცვლელია.

2017 წელს რომ 2003 წლის მეთოდოლოგია არ უნდა მოქმედებდეს, - ეს ნათელია", - ამბობს ვატო სურგულაძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day