Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა რეკორდულ - 532 ათასს მიაღწია

BM.GE
12.02.21 18:26
529
1 წელში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 100 ათასით გაიზარდა და რეკორდულ - 532 ათასს მიაღწია. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, დღეს მთლიანი მოსახლეობის 14.3% თვეში 60 ლარის ოდენობის დახმარებას იღებს. საარსებო შემწეობის მიმღებთა ბაზაში სულ 148 ათას 653-ი ოჯახია რეგისტრირებული, რაც ოჯახების 13.9%-ს შეადგენს.

ამ მატების გამო, სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოველთვიური ბიუჯეტი საარსებო შემწეობებისთვის 6 მილიონი ლარით - 30 მილიონ ლარამდე გაიზარდა. უკიდურესი სიღარიბის ზრდა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება. გასული წლის ოქტომბერში მსოფლიო ბანკის პროგნოზის მიხედვით, პანდემიური ვითარების გამო, საქართველოს დაახლოებით, 160 ათასი მოქალაქე შეიძლება სიღარიბეში აღმოჩნდეს, ხოლო 400 ათასი ადამიანის შემოსავალი შეიძლება შემცირდეს.

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პანდემიას აქვს თავისი ეკონომიკური ფასი და დღეს უკვე რიცხვები გვაჩვენებს ამას და ჩვენ ვსაუბრობთ არა უბრალოდ გაჭირვებულ ადამიანებზე, არამედ უკიდურესაც გაჭირვებულ ადამიანებზე - არა უბრალოდ სიღარიბეზე, არამედ სიღატაკეზე. ამიტომ ვუსვამთ ყოველთვის ხაზს, რომ საკითხი არ დგას ასე - თითქოს სასწორის ერთ პინაზე დევს სიცოცხლე, ხოლო მეორე პინაზე - შიმშილი - სასწორის ორივე პინაზე სიცოცხლე დევს. როგორ ვიპოვოთ ბალანსი - რომ თან გავხსნათ ეკონომიკა და თან ყველა იმ წესის აღსრულება მოხდეს, რაც პანდემიურ ქცევას ახასიათებს.

სტუმარი: გივი ადეიშვილი - IDFI; ანალიტიკოსი



Subscribe to our news

Get the main news of the day