Home
Category
TV Live Menu

"საავადმყოფოები ნაცვლად პაციენტების მკურნალობისა, ქაღალდების შევსებაზე არიან გადასული"

58cc1d282164a
BM.GE
19.03.17 18:00
876
ამოქმედებიდან ოთხი წლის შემდეგ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაანონსებულ ცვლილებებს ახალი პოლიტიკური ცენტრის ’’გირჩი“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი „აბსოლუტურად აბსურდულს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ სამედიცინო ხარჯების დაფინანსება, სახელმწიფოს მხრიდან ფულის უაზრო ფლანგვაა.

’’შესაძლებელია მობეზრდათ ყოველწლიურად 100 მილიონის დამატება, ან სულაც სერგეენკოს პოზიციები შეირყა, ეს არ ვიცი და არც მაინტერესებს, თუმცა ფაქტია, რომ ახლა გადადგმული ნაბიჯები მიუთითებს იმაზე, რომ უკვე რეალური გახდა ის პრობლემები, რაც საყოველთაო ჯანდაცვამ წარმოქმნა. სისტემაში საშინელი ეკონომიკური სტიმულები შეიქმნა. საავადმყოფოები ნაცვლად პაციენტების მკურნალობისა, ქაღალდების შევსებაზე არიან გადასულები, რომ ბიუჯეტიდან ფული გამოწოვონ. აქ სულ სხვა სერიოზულ პრობლემებთან გვაქვს საქმე, ინსტიტუციურად მოიშალა სისტემა. მე მაღელვებს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა სულ 27%-ით გაიზარდა, ჯანდაცვის დაფინანსება 10-ჯერ უფრო მეტად, 270%-ით გაიზარდა და ამ ზრდამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ ნაკლები კარაქი ვიყიდეთ, ღარიბებმა ნაკლები საკვები მიიღეს და ამით დააფინანსეს ის უაზრო ფლანგვა სამედიცინო ხარჯების. რა თქმა უნდა, ეკონომიკის სტაგნაციაში მარტო ჯანდაცვას არ მიუძღვის წილი, სხვა იდიოტობებსა და სისულელეებსაც მიუძღვის, მაგრამ ეს ყოველწლიურად ჩანდა, რაც ხდებოდა“-აღნიშნავს მეგრელიშვილი. 

Subscribe to our news

Get the main news of the day