Home
Category
TV Live Menu

საავტომობილო გზების განვითარებისთვის სოციოლოგიური კვლევა ჩატარდება

5909c3505cd9a
BM.GE
03.05.17 15:20
899
მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, 4-5 მაისს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და კომპანია "Rebel Group", ერთდროულად 6 სხვადასხვა წერტილზე, საავტომობილო გზების განვითარებისათვის მოძრაობის ინტენსივობის კვლევას და სოციოლოგიურ გამოკითხვას ჩაატარებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კვლევა ჩატარდება შემდეგ წერტილებში: მარნეული-რუსთავის მონაკვეთზე, სომხეთის საზღვრის მიმართულებით, თბილისი-რუსთავის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, მცხეთიდან რუსეთის ფედერაციის საზღვრის მიმართულებით, ხაშურიდან-ბორჯომის მიმართულებით, სამტრედიაში და ქობულეთი-ციხისძირის მონაკვეთზე.

კვლევის ფარგლებში, ინტერვიუერები გამოკითხავენ აღნიშნულ მიმართულებებზე მოძრავი ავტოტრანსპორტის მძღოლებს და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტებს დაურიგებენ. გამოკითხვასთან ერთად, ზემოაღნიშნულ წერტილებში დამონტაჟდება ავტომატური სათვლელი აღჭურვილობები, რომლებიც 7 დღის განმავლობაში დაითვლიან ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობას.

სოციოლოგიური კვლევა ნებაყოფლობითია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მადლობას უხდის ყველა იმ მძღოლს, რომელიც კვლევაში მიიღებს მონაწილეობას.

Subscribe to our news

Get the main news of the day