Home
Category
TV Live Menu

საავტომობილო გზების მოწყობისას გრუნტის სტაბილიზაციის მეთოდის დანერგვით, სამუშაოების ხარჯის შემცირება იგეგმება

57c7f5d81c012
BM.GE
01.09.16 13:22
1148
მთავრობა გზების მოწყობისას გრუნტის სტაბილიზაციის მეთოდის დანერგვას გეგმავს. გზის საფუძვლის ინოვაციური მეთოდით მოწყობის სამუშაოები პირველად ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 300 მეტრიან მონაკვეთზე განხორციელდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გრუნტის სტაბილიზაციის მეთოდს რამდენიმე პლიუსი აქვს, - გიორგი სეთურიძე განმარტავს, რომ გზა ხდება მთლიანად წყალგაუმტარი იზოლირებული, ასევე ის არ შეიცავს ნავთობპროდუქტებს.

"ჩვენი მიზანია, რომ ეს მასალა მთლაიანად საქართველოში იქნას წარმოებული, რისი რესურსიც არსებობს. გვსურს მაქსიმალურად შევამციროთ იმპორტირებული ბიტუმის გამოყენება. აღნიშნული ტექნოლოგიით, საფარი გვჭირდება გაცილებით ნაკლები, მაგალითად ბეტონის საფარის შემთხვევაში, თუ უნდა ყოფილიყო 17 სანტიმეტრი ამ ტექნოლოგიით, საშუალოდ 10 სანტიმეტრიც საკამრისია“, - აცხადებს სეთურიძე „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას. მისივე თქმით, თუკი ადგილობრივი მუნიციპალიტეტები დღეს კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 100 ლარს ხარჯავენ, ახალი ტექნოლოგიით ხარჯი 30 ლარამდე შემცირდება. მისივე თქმით, გრუნტის სტაბილიზაციის ტექნოლოგია აქტიურად გამოიყენება ევროკავშირში და ამ ფორმით მოწყობილი გზის საფუძველი უფრო მდგრადი და მყარია.

Subscribe to our news

Get the main news of the day