Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საახალწლო და საშობაო ნივთების იმპორტი 13.3%-ით შემცირდა

BM.GE
15.12.20 09:18
327
საქართველოში საახალწლო და საშობაო ნივთების იმპორტი 13.3%-ით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის 10 თვეში (იანვარი- ოქტომბერი) ქვეყანამ 2,352 მლნ აშშ დოლარის საქონელი შეიძინა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 2,713 მლნ დოლარის. ზოგიერთი კომპანიის დამფუძნებელი ქვეყანაში საახალწლო და საშობაო ნივთების იმპორტის შემცირებას მიმდინარე წელს მომხმარებლის მხრიდან პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებას უკავშირებს.
 
 

Subscribe to our news

Get the main news of the day