Home
Category
TV Live Menu

საახალწლო ღონისძიებების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეცვლილი გრაფიკით იმოძრავებს

5867b1818bfaa
BM.GE
31.12.16 17:23
1018
საახალწლო ღონისძიებების გამო, დღეს, 18:00 საათიდან, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

„საახალწლო ღონისძიებების გამო, დროებით, იზღუდება საავტომობილო მოძრაობა რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე, რის გამოც, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 31 დეკემბრის 18:00 საათიდან იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:

ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ტრანსპორტი ჩაუხვევს ჯავახიშვილის ქუჩაზე, სანაპიროს გავლით გავა ბარათაშვილის ქუჩაზე და მოძრაობას განაგრძობს დადგენილი მარშრუტით. ანალოგიურად იმოძრავებს უკუმიმართულებითაც“, - აცხადებენ მერიაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day