საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიცირებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ენგურჰესის თაღოვან კაშხალს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 სექტემბრის №456 დადგენილებით ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ენგურის წყალსაცავი და კაშხალი დღესაც ტურისტული მიზიდულობისა და ინტერესის საგანს წარმოადგენს, სააგენტოს ინიციატივაა - ყველა დიატერესებულ მხარესთან თანამშრომლობით - ენგურის კაშხლის მიმდებარედ მოეწყოს ტურისტულად მიმზიდველი კულტურული საიტი - მუზეუმითა და ვიზიტორთა ცენტრით.
აღნიშნულ ეტაპზე, მიმდინარეობს ენგურჰესის კაშხალისა და ჰიდროელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის სამუზეუმო სივრცედ გადაქცევის სტრატეგიული გეგმის შემუშავება, რომელიც განსაზღვავს სამომავლო წლებში დასაგეგმი ღონისძიებების თანმიმდევრობასა და ბიუჯეტებს.