Home
Category
TV Live Menu

საბანკო ანგარიშებზე ყადაღის გავრცელება, მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილბით მოხდება

56bc4ed624632
BM.GE
11.02.16 13:03
1472
საბანკო ანგარიშებზე ყადაღის გავრცელება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილბით მოხდება, - აღნიშნულის შესახებ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის დღევალდელ სხდომაზე, ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული, კანონპროექტი განიხილეს, რომელიც საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრირების მიმართულებით, ცვლილებებს გულისხმობს.
 
"პირველ რიგში ეს ეხება მოგების გადასახადის რეფორმას, რაც გულისხმობს, რომ დაიბეგრება მხოლოდ დივიდენდად განაწილებული მოგება. მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება ადმინისტრირების მიმართულებითაც. კერძოდ, საგდასახადო დავის პერიოდში ქონებაზე ყადაღის გავრცელება, უფრო სწორედ საბანკო ანგარიშზე ყადაღის გავრცელება მოხდება, მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილბით.

ერთიან ჩარჩოში ექცევა საგადასახადო შემოწმების პროცესიც", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day