Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საბანკო ასოციაციამ საფინანსო სექტორის უნარების განვითარების პლატფორმის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა

BM.GE
01.05.23 08:25
51
საბანკო ასოციაციამ USAID-ის პროგრამის - დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის მხარდაჭერით შექმნილი საფინანსო სექტორის უნარების განვითარების პლატფორმის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. შეხვედრის მიზანი საბანკო ასოციაციის პროექტის მიღწევების შეჯამება და საზოგადოებისთვის სამომავლო ხედვის წარდგენა იყო. შეხვედრას კომერციულ ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სხვადასხვა სექტორული ასოციაციების, ეროვნული ბანკის, და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ, USAID/საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორმა მარიკა ოლსონმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა ნიკოლოზ გაგუამ მიმართეს. გამომსვლელებმა აღნიშნეს USAID-ის წვლილი საქართველოში მაღალანაზღაურებადი დასაქმების განვითარების მიმართულებით.
 

Subscribe to our news

Get the main news of the day