Home
Category
TV Live Menu

"საბანკო ბაზარზე შემოსვლისა და გასვლის ბარიერების არარსებობა ხელს უწყობს ინვესტიციების თავისუფალ მოძრაობას"

590b0bd2eaaed
თელარა გელანტია
04.05.17 15:08
797
საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშში გასულ წელს "თიბისი ბანკის“ მიერ "ბანკი რესპუბლიკის“ 100-პროცენტიანი წილის შესყიდვის ფაქტიც მოხვდა.

დოკუმენტში წერია, რომ ეროვნული ბანკის მიერ აღნიშნულ ტრანზაქციაზე თანხმობის გაცემისას კომპლექსურად გათვალისწინებული იქნა როგორც ტრანზაქციის საბანკო სისტემის კონკურენციაზე შესაძლო ზეგავლენის, ასევე საფინანსო სისტემის ეფექტიანობისა და ინვესტორთა და მომხმარებელთა დაცვის საკითხები.

„მხედველობაში მიღებული იყო ბაზრის მცირე ზომაც, სადაც, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, გამსხვილება ეფექტიანობის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა. ამასთან, მასშტაბის ეფექტისა და ეფექტიანობის ზრდა ხელს უწყობს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას. დამატებით, მნიშვნელოვანია, რომ საბანკო ბაზარზე შემოსვლისა და გასვლის ბარიერების არარსებობა ხელს უწყობს ინვესტიციების თავისუფალ მოძრაობას და ამცირებს კაპიტალის მოზიდვის დანახარჯებს, რაც, თავის მხრივ, ასევე დადებითად აისახება საფინანსო სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებაზე“, - წერია ანგარიშში.

Subscribe to our news

Get the main news of the day