Home
Category
TV Live Menu

საბანკო სექტორი დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის გადადებას ითხოვს

57ebc84e83f01
BM.GE
28.09.16 17:38
1139
საბანკო სექტორი დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის გადადებას ითხოვს. როგორც ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია აცხადებს, საფინანსო სექტორს კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი შენიშვნა აქვს და ამიტომ მისი დაჩქარებით მიღება არასწორია. მისივე განცხადებით, თუ კანონპროექტს ამჟამინდელი ვარიანტით მიიღებენ, კანონში ცვლილებები მოგვიანებით მაინც საჭირო გახდება, რადგან ხარვეზები საკმაოდ კომპლექსურია.

თემაზე’’ბიზნესკონტრაქტთან“ ბანკების ასოციაციის წარმომადგენელი ლევან გოგოლაძე საუბრობს.

- ბატონო ლევან, რამდენად აუცილებელია აღნიშნული კანონპროექტის მიღება, რომ საქართველოში დეპოზიტები დაზღვეული იყოს?

- რა თქმა უნდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, რომ სახელმწიფოში მომხმარებლების უფლებები დაცული უნდა იყოს და როგორც მოგეხსენებათ დეპოზიტარები მომხმარებლის მნიშვნრელოვანი კატეგორიაა და ჩვენ დადებითად ვეხმიანებით ამ ინიციატივას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მომხმარებელთა უფლებები დაცული უნდა იყოს, რადგან ეს არის ერთგვარი ინსტრუმენტი მათი უფლებების დაცვისა, როდესაც გარკვეული თანხა, დაზღვეული იყოს.

- როდესაც ამ კანონპროექტის მიღების აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, საბანკო სექტორი მის გადავადებას ითხოვს, ანუ აქ საუბარი იმაზეა, რომ კანონპროექტი დასახვეწია და ბანკები 2018 წლამდე ამ რეგულაციაზე გადაწყობას ვერ მოასწრებენ, რა არის საბანკო წარმომადგენლების მთავარი შენიშვნები?

- პირველ რიგში, სანამ კანონპროექტის შენიშვნებს შევეხები, ზოგადად საკითხს ასე დავაყენებდი, რომ პრობლემას პრიორიტეტებში ვხედავ, იმიტომ რომ საფინანსო ბაზარზე იგივე მომხმარებველთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით სხვა უფრო პრიორიტეტული საკითხებია, რასაც მეტი ყურადღების დათმობა სჭირდება დღეს, ვიდრე აღნიშნულ თემას, ვინაიდან ვიცით, რომ 2020 წლამდე გვაქვს ვადა იმისათის. პრიორიტეტების დონეზე ჩვენ მიგვაჩნია და ჩემი პირადი აზრია, რომ ჯერ ჯობია ფინანსური პროდუქტების გამჭვირვალობაზე ვიზრუნოთ და საბანკო სექტორს ეს ნაკლებად ეხება, საუბარია დანარჩენ სექტორზე, სადაც საკმაოდ ბუნდოვანი საპორცენტო განაკვეთების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხდება კლინტებზე და ა.შ. ამაზე ვიზრუნოთ და ეს იყოს ჩვენი პრიორიტეტი და შემდეგ გადავიდეთ ასევე არანაკლებ თემებზე.

ვინაიდან კომერციული ბანკების მთავარი ზედამხედველი საქართველოს ეროვნული ბანკი გახლავთ, ჩვენი მოსაზრებაა, რომ სააგენტოც სწორედ ეროვნული ბანკის ბაზაზე იყო, რაც დღევანდელი საკანონმდებლო პროექტით ასე არაა. დღევანდელი კანონპროექტი მხოლოდ და მხოლოდ კომერციულ ბანკებზე ვრცელდება და ამ დროს ჩვენ შეგვიძლია ეს დეპოზიტარები სხვა საფინანსო დაწესებულებების ჭრილშიც განვიხილოთ. აქედან გამომდინარე, ეს საკითხები და შენიშვნები დაზუსტებასა და ჩასწორებას საჭიროებს. იქ კიდევ ძალიან ბევრი საკითხია. მაგალითად, სავალდებულო ტიპის დეპოზიტები, ნოტარიუსი, რომელიც ვალდებულია რომ დეპოზიტი გააჩნდეს. ეს სავალდებულო ტიპის დაზღვევაა და ნოტარიუსს შესაძლოა სურვილი სულაც არ აქვს ამ დეპოზიტის გახსნის, მაგრამ საქმიდან გამომდინარე ვალდებულია, რომ გახსნას. აუცილებელია გარკვეული ტიპის დაზუსტებები და მიგვაჩნია, რომ ამ პროექტზე სიჩქარე საქმეს არ წაადგება და სწორედ ეს იყო ჩვენი მხრიდან ძირითადი შენიშვნები, რომ უნდა ვიმსჯელოთ სად განვათავსოთ ეს სააგენტო, რა ტიპის ცვლილებები შევიტანოთ მასში და ამასობაში 2019 წლისთვის უკვე აღნიშნული კანონპროექტი მივიღოთ.

საუბარია დიდ ცვლილებაზე, რომელიც კომერციული ბანკების მხრიდან ფონდის შექმნას და მასში ფულის განთავსებას მოითხოვს. ეს სავარაუდოდ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაძვირებას მოახდენს.

Subscribe to our news

Get the main news of the day