Home
Category
TV Live Menu

საბანკო სექტორის მიმოხილვა

59ce6014e378b
საზოგადოება და ბანკები
29.09.17 19:00
1020
2017 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 3%-ით, 980 მლნი ლარით გაიზარდა და 31.518 მლრდ ლარი შეადგინა. სასესხო პორტფელი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17%-ით (2.790 მლრდ ლარი), ხოლო წინა თვის მაჩვენებელზე 1 პროცენტითაა (183.7 მლნ ლარი) გაზრდილი. აგვისტოს თვის მონაცემებით, საკრედიტო პორტფელი 19.2 მლრდ ლარის ტოლია. დაკრედიტება, როგორც ეროვნულ ვალუტაში 2.15%-ით, ( 79.8 მლნ ლარი) ასევე უცხოურ ვალუტაში 0.9%-ით, (104 მლნი ლარი) არის გაზრდილი. ეროვნულ ვალუტაში სასესხო პრტფელმა 8.022 მლრდ ლარი, ხოლო უცხოურ ვალუტაში 11.184 მლრდ ლარი შეადგინა. კომერციული ბანკების მიერ სასესხო პორტფელის წლიური ზრდის ტემპი 17 პროცენტის ტოლია. მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, საბანკო სისტემაში, სესხებზე საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 1.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 17.4 პროცენტი შეადგინა. უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.4 პროცენტული პუნქტით 8.5 პროცენტამდეა გაზრილი, ხოლო ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე პროცენტი 1.6%-ით გაიზარდა და წლიურ 22% შეადგინა. საანგარიშო პერიოდში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტით განსაზღვრულ სესხებზე 1.2 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული, ხოლო ეროვნული ვალუტით განხორციელებული დაკრედიტება 2.5 პროცენტული პუნქტით არის გაძვირებული.

ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა წინა თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.66 მლნ ლარით (0.38 პროცენტით) არის გაზრდილი და 429.905 მლნ ლარის ტოლია. მთლიან პორტფელთან მიმართებაში 0.05 პროცენტითაა შემცირებული და 2.2%-ი შეადგინა. აქვე აღსანიშნავია, რომ უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე ვადაგადაცილების მაჩვენებელი 1 პროცენტით არის გაზრდილი, ხოლო ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე 0.52%- იანი კლება ფიქსირდება. სასესხო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი ბოლო თვეების განმავლობაში სტაბილურად მცირდება. აგვისტოს თვეში, წინა თვესთან შედარებით უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 0.28%-ით შემცირდა და ჯამური პორტფელის 58.23%-ს შეადგინა. საბანკო სექტორში განთავსებულმა არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით 17.777 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 840 მლნ ლარით, 5%-ით მეტია 1 აგვისტოს მაჩვენებელზე. აგვისტოში წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 958 მლნ ლარით 10.3%-ით გაიზარდა, ხოლო მოთხოვნამდე ტიპის დეპოზიტები 118.1 მლნ ლარით, 1.5%-ით შემცირდა. ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.6% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.5%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.1%. დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 65.51%-იან ნიშნულზეა რაც ივლისის თვის მაჩვენებელზე 0.26%-ით ნაკლებია.

უცხოური ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 84.3%, ხოლო ევროსი 13% ტოლია. აგვისტოს თვეში საბანკო სექტორის მიღებულმა წმინდა მოგებამ 41.9 მლნ ლარი შეადგინა, საკონვერსიო ოპერაციებიდან კი სარგებლის სახით 13.2 მლნ ლარი მიიღო. 1 სექტემბრის მდგომარეობით, კომერციული საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკით არის წარმოდგენილი. ლიცენზირებული საქმიანობის მუხედავად, ამ ეტაპზე კრედო ბანკის ფინანსური მონაცემები, საბანკო სექტორის ჯამურ მაჩვენებლებში გათვალისწინებული არ არის. სასესხო პორტფელის ლარიზაციაზე დადებითი გავლენა იქონია საკანონმდებლო ცვლილებამ, რომლის მიხედვით ფიზიკური პირებისა და ინდ. მეწარმეებისთვის 100 000 ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაშია ხელმისაწვდომი. საშუალო ვადიან პერიოდში, ვადიანი ტიპის დეპოზიტებზე გაზრდილია მოთხოვნა, რაც ერთი მხრივ ეროვნულ ვალუტაში დარიცხული მაღალი სარგებელით, მეორე მხრივ კი აქტიურ ტურისტულ სეზონით აიხსნება. დადებითი ტენდეციაა ასევე დეპოზიტების ლარიზაციის კუთხითაც. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი საბანკო ინდიკატორები, რაც სექტორის სტაბილურობას განსაზღვრავს: წმინდა საბანკო აქტივები, დეპოზიტების მოცულობა და სასესხო პორტფელი, მიმდინარე წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day