Home
Category
TV Live Menu

"საბანკო სექტორს მიწის რეგულაციებთან დაკავშირებით, პრობლემებით არ მოუმართავს"

5a98111e696b6
ელენე გოგბერაშვილი
01.03.18 19:20
973
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე კერძო სექტორიდან წამოსულ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. კერძო სექტორი ამბობს, რომ ,,მიწის შესახებ კანონით’’ ბანკებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დასაკუთრებისა და შემდგომ რეალიზაციის პრობლემა შეექმნებათ, შესაბამისად ეს გამოიწვევს იმას, რომ ბანკები უარს იტყვიან აგრარული სექტორის დაკრედიტებაზე.

ეროვნული ბანკის პრეზიდეტი, კობა გვენეტაძე ამბობს, რომ მიწებთან დაკავშირებით საბანკო სექტორის პრობლემებს არ იცნობს.

"ჩვენთან ასეთი პრობლემური საკითხები კომერციული ბანკების მხრიდან არ შემოსულა და ასეთი პრობლემური საკითხი არ გვაქვს", - აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

Subscribe to our news

Get the main news of the day