"მიუხედავად იმისა, რომ საბავშო ბაღებში მიმართვიანობა გაიზარდა ჯერ კიდევ შეიმჩნევა უთანასწორება, ბევრი ბავშვი ბაღში იმიტომ ვერ დადის რომ ადგილი არ არის,“ - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამების ხელმძღვანელმა, მაია ყუფარაძემ „საქმიან დილაში“ ეთერში და განათლების სამინისტროს ინიციატივა გაახმაურა, რაც სკოლების შენობებში ბაღის ჯგუფების გახსნას ითვალისწინებს.
„მინდა გავახმაურო განათლების სამინსიტროს ინიციტივა - მათ უნდათ საკანონმდებლო ცვლილებით გამოვიდნენ, რაც საშაულებას მისცემს მუნიციპალიტეტებს, აითვისონ გამოუყენებელი ფართი თუკი ასეთი არსებობ სკოლის შენობებში და იქ რეკონსტრუქციის საფუძველზე გაიხსნას სკოლამდელი განათლების ჯგუფები. ასე რომ, ძალიან დიდი მოლოდინებია სამინისტროს მიმართ და იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოახდენენ ისინი ამ საკანონმდებლო ცვლილებას“ - აცხადებს მაია ყუფარაძე.