Home
Category
TV Live Menu

"საბავშვო სავარძელს ავტომობილებში მძღოლების მხოლოდ 6% იყენებს"

5a6f37a2e140e
მეგი კავთუაშვილი
29.01.18 19:00
804
საბავშვო სავარძელს ავტომობილებში მძღოლების მხოლოდ 6% იყენებს; 26% კი 6 წლამდე ასაკის ბავშვს მანქანის წინა სავარძელზე სვამს, რაც საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევაა და საქართველოს კანონმდებლობით იკრძალება. კვლევის პროცესში დაფიქსირდა ცალკეული შემთხვევებიც, როდესაც მძღოლს მცირეწლოვანი ბავშვი კალთაში ეჯდა. კვლევა ბავშვთა უსაფრთხოდ გადაყვანის შესახებ ორგანიზაციამ "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ჩაატარა.

კვლევა თბილისის კერძო და საჯარო საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა.

„საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის და ბავშვთა უსაფრთხო გადაადგილების მხრივ, ძალიან მცირე განსხვავებები შეინიშნება ბაღის ტიპის მიხედვით - კერძო ბაღების შემთხვევაში ავტომობილების 8%-ში ფიქსირდება საბავშვო სავარძელი და 24%-ში ბავშვის წინა სავარძელზე ჯდომის ფაქტები, ხოლო საჯარო ბაღების შემთხვევაში, ავტომობილების მხოლოდ 5%-ს აქვს საბავშვო სავარძელი და მძღოლების 27%-ს გადაჰყავს წინა სავარძელზე მჯდომი ბავშვი“, - ნათქვამია ანგარიშში.

განსხვავებები უბნების მიხედვითაც გამოვლინდა: საბავშვო სავარძლები ყველაზე მეტად საბურთალოსა (12%) და სამგორის (11%) რაიონის ტერიტორიებზე აღწერილ ავტომობილებს აქვთ. წინა სავარძლებზე ბავშვები კი ყველაზე მეტად დიდუბის, მთაწმინდისა და ნაძალადევის რაიონების ტერიტორიაზე ფიქსირდება.

2016 წელს ავტოავარიაში 17 არასრულწლოვანი დაიღუპა. 2017 წელს და გარდაცვლილი ბავშვების რიცხვმა 23-ს მიაღწია ბავშვთა სიკვდილიანობა ერთადერთი მაჩვენებლია, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკის გაანალიზების დროს მატებას აჩვენებს

Subscribe to our news

Get the main news of the day