PMCG კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის ლექსო ალექსიშვილის განცხადებით საბიუჯეტო დეფიციტი 3%-ის ფარგლებში უნდა იყოს დაგეგმილი. როგორც ალექსიშვილი აცხადებს არსებული პროგნოზი, რომელიც 6%-იან დეფიციტს ითვალისწინებს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
„მომავლ წელს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის და გარდაქმნის წინაშე დავდგებით. მოგების გადასახადის ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ის სწორად იყოს ასახული ბიუჯეტის პროექტში.
ბიუჯეტმა აუცილებლად უნდა მოაგვაროს და დაარეგულიროს დეფიციტის ზღვრული ნორმა.
დეფიციტი 6%-ზეა დაგეგმილი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, იმ პირობებში როდესაც ეკონომიკის რეალური ზრდა 5%-ზეა დაგეგმილი. ამ პირობებში ეს ყველაფერი კიდევ უფრო მოითხოვს მოწესრიგებას.
სასურველია, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არ იყოს ზედმეტად ოპტიმისტური. სჯობს მოხდეს მისი შემდგომი დაკორექტირება ზრდის მიმართულებით, - ვიდრე პირიქით.
დღეს ინფლაცია არის დაბალ ნიშნულზე რაც კარგია, შესაბამისად გვაქვს სივრცე დეფიციტის, მაგრამ არა 6%-იანის, ის სავარაუდოდ უნდა იყოს 3%-ზე რაც მოგვცემს საშალებას რომ ინფლაციის მაჩვენებელი მეტნაკლებად კონტოროლის ქვეშ იყოს“, - განაცხადა ალექსიშვილმა.