Home
Category
TV Live Menu

"საბიუჯეტო დეფიციტზე სავალუტო ფონდთან აქტიურად ვმუშაობთ"

581b1ec46fbe2
თელარა გელანტია
03.11.16 15:24
1615
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტი ფონდს ბიუჯეტის დეფიციტის ეშინია.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა "ბიზნესკონტრაქტს" საქართველოში სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის ფრანსუა პეჰშოს იმ შეფასების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, IMF საქართველოში ესტონური მოდელის ამოქმედებას არ იწონებს, რადგან საგადასახადო რეფორმა მთავრობას მშპ-ის დაახლოებით 1,5% დაუჯდება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ზრდის დეფიციტს.

თავად ნოდარ ხადური კი აცხადებს, რომ მოგების გადასახადის რეფორმირებას ძალიან დიდი მაკროეკონომიკური მნიშვნელობა აქვს და მას ესტონეთში ეკონომიკური ზრდის დაჩქარება მოჰყვა.

"მოგების გადასახადის რეფორმა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს არის გრძლევადიანი, ძალიან კარგი პროექტი და ვაგრძლებთ მუშაობას. მათ შორის მინდა გითხრათ, რომ სავალუტო ფონდის ექსპერტებთან ერთად ამ თემაზე ბოლო 6-7 თვის განმავლობაში ვმუშაობთ, რათა შევიმუშაოთ ის სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც მოხდება გადასახადის ადმინისტრირება", - განაცხადა ხადურმა.

"ბიზნესკონტრაქტის" კითხვაზე - რითი შეიძლება აიხსნას სსფ-ის პოზიცია ან რისი „ეშინია“ IMF-ს, ფინანსთა მინისტრმა შემდეგი პასუხი გასცა:  "სავალუტო ფონდს ბიუჯეტის დეფიციტის ეშინია, მაგარმ ამისთვის სხვა ღონისძიებებიც არსებობს და ჩვენ ფონდთან ძალიან აქტიურად ვმუშაობთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day