Home
Category
TV Live Menu

საბიუჯეტო ორგანიზაციების საკუთრებაში 2,463 ავტომობილი ირიცხება

59411cf234c25
თელარა გელანტია
14.06.17 14:58
749
2016 წლის ბოლოსთვის მხარჯავი დაწესებულებების საკუთრებაში სულ 2,463 ერთეული ავტომობილი იყო.

ამის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშს ეხება.
მოხსენების მიხედვით, 2,463 ერთეული ავტომობილიდან 1,488 მიეკუთვნება მაღალი გამავლობის ტიპს, ხოლო ავტომანქანების ჯამური ოდენობის 31% წარმოადგენს განპიროვნებულს ანუ ესაა ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელიც კონკრეტული თანამშრომლისთვისაა გადაცემული.

აუდიტის სამსახურმა გამოავლინა რიგი სამინისტროები, სადაც განპიროვნებული ავტომობილებით თანამდებობასთან შეუსაბამოდ სარგებლობის ფაქტები ფიქსირდება. კერძოდ, 11 ასეთი ფაქტი დაფიქსირდა განათლების სამინისტროში. 6 შემთხვევას ჰქონდა ადგილი სპორტის სამინისტროში და ა.შ.

ზოგადად კი, სამინისტროების ხუთეული, რომლებსაც ყველაზე მეტი ავტომობილი ჰყავთ ასე გამოიყურება: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო (400), განათლების და მეცნიერების სამინისტრო (390), ჯანდაცვის სამინისტრო (378), სოფლის მეურნეობის სამინისტრო (331) და სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო (282).

Subscribe to our news

Get the main news of the day