Home
Category
TV Live Menu

"საბიუჯეტო ორგანიზაციებს რეკლამის განთავსებისას, მედია ორგანიზაციების შერჩევის კრიტერიუმები ფორმალიზებული არ აქვთ"

575ff58c669a2
BM.GE
14.06.16 16:13
1284
"მედიის განვითარების ფონდი“მედიაში საბიუჯეტო რესურსის განაწილების შესახებ კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიზანია შეისწავლოს სარეკლამო და საინფორმაციო უზრუნველყოფის მიზნით, ბიუჯეტიდან მედია საშუალებებში თანხების განაწილების პრაქტიკა.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, საბიუჯეტო ორგანიზაციებს რეკლამის/ინფორმაციის გავრცელების მიზნით, მედია ორგანიზაციების შერჩევის კრიტერიუმები ფორმალიზებული არ აქვთ და ამ მხრივ არაერთგვაროვანი პრაქტიკაა დამკვიდრებული.

ასევე, კვლევაში ვკითხულობთ, რომ ბუნდოვანია თუ რა ტექნიკურ კრიტერიუმებს ეფუძნება კონკრეტული მედიების შერჩევა რეგიონული ტელევიზიების, გაზეთებისა და ონლაინ მედიის შემთხვევაში, რადგან საერთაშორისო რეიტინგების შესაბამისი რეიტინგების სისტემა მხოლოდ მაუწყებლების შემთხვევაში მოქმედებს.

ამასთან, ცალკეული უწყებები აგრძელებდნენ ისეთ მედია საშუალებებთან კონტრაქტების გაფორმებას, რომელთა სარედაქციო პოლიტიკა ქსენოფობიის, ჰომოფობიის და ანტიდასავლური განწყობის გავრცელებას უწყობს ხელს.

სატელევიზიო რეიტინგებში "რუსთავი 2" და "იმედი" ლიდერობენ. გამონაკლისია GDS, რომელსაც სატელევიზიო რეიტინგებში გასულ წელს მეექვსე ადგილი ეკავა და მერვე ადგილზე მყოფ კავკასიასთან შედარებით 82%-ით მეტი შემოსავალი ჰქონდა.

რეგიონალურ მაუწყებლებს შორის ყველაზე მეტი დაფინანსება ქართლის ტელევიზიამ და „რიონმა“ მიიღეს.

რადიო მაუწყებლებს შორის ყველაზე მეტი საბიუჯეტო რეკლამა ჰოლდინგ „ფორტუნაზე“ მოდის.
 

Subscribe to our news

Get the main news of the day