Home
Category
TV Live Menu

"საბუდარა": კარგი იქნება, თუ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სესხს ლარში გასცემენ

580c69cb69e8c
სალომე მეცხვარიშვილი
23.10.16 11:40
1302
ლარის გაუფასურებამ შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარები დააზარალა. მეფრინველეობის ფერმა "საბუდარას" ხელმძღვანელი თამაზ წიქარიშვილი აცხადებს, რომ ლარის გაუფასურების გამო გაზრდილი სესხის პროცენტი საწარმოს გაფართოების შესაძლებლობას არ აძლევს.

მისი თქმით, ყოველთვიურად დაახლოებით 8-10 ათასი ლარით მეტის გადახდა უწევს სესხის პროცენტისთვის, ვიდრე თავდაპირველად. თამაზ წიქარიშვილის განცხადებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ სამომავლოდ მსგავსი ტიპის პროგრამებში სესხი ლარში გაიცემა, რადგან, ამ შემთხვევაში სახელმწიფოც ნაკლებად დაზარალდება.

„შემოსავალი ლარში გვაქვს, სესხის პროცენტი კი დოლარში. შეღავათიანი სესხის მაგივრად გამომოგვდის, საკმაოდ ძვირი სესხი. ლარის კურსი გაუფასურდა, ფასებმა კი ჩვენს პროდუქციაზე არ მოიმატა, პირიქით, დაიკლო“,- აცხადებს მეფრინველეობის ქარხნის ხელმძღვანელი.

მისივე ინფორმაციით, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მილიონ 200 ათასი დოლარის სესხი სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებისთანავე აიღო.

Subscribe to our news

Get the main news of the day