Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სად არის დაბანდებული საპენსიო დანაზოგები?

BM.GE
10.05.23 16:35
116
საპენსიო სააგენტო პორტფელის დივერსიფიცირებისთვის ემზადება. აგვისტოდან ფონდი შეძლებს საპენსიო დანაზოგებით საშუალორისკიანი და მაღალრისკიანი პორტფელებიც შექმნას და უცხოურ ვალუტაში ინვესტირების წილი გაზარდოს, რაც დღეს მხოლოდ 20%-ია. აპრილში საპენსიო სააგენტომ უცხოურ ვალუტაში ინვესტირებისას უპირატესობა უცხოურ კორპორაციულ აქციებს მიანიჭა და ამ დროისათვის 3.3 მილიარდიანი პორტფელის 15%-ით სწორედ საერთაშორისო კორპორაციული აქციები აქვს შეძენილი, ხოლო 3%-მდე შემცირდა ამერიკის მთავრობის ფასიანი ქაღალდებში დაბანდებული თანხის მოცულობა. რა ტენდენციებია ბაზარზე, სად გეგმავს საპენსიო სააგენტო ჩვენი საპენსიო დანაზოგების დაბანდებას და რა გავლენა მოახდინა ინფლაციის კლებამ საპენსიო დანაზოგებზე?

სტუმარი: გიორგი მელიქიძე - „საპენსიო სააგენტოს“ უფროსი საინვესტიციო ოფიცერი

Subscribe to our news

Get the main news of the day