სად არის საქართველო ბიზნესის და ეკონომიკის რეგულირების დონით?
BM.GE
07.04.23 17:09
• 119
გავლენიანი ამერიკული კვლევითი ცენტრის „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ბოლო კვლევაში, საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 9 პოზიციით დაქვეითდა და 176 ქვეყანას შორის 35-ე ადგილზე გადაინაცვლა. შეიცვალა ქვეყნის სტატუსიც, აქამდე საქართველო მეტწილად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში შედიოდა, ახლა კი ზომიერად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში ჩამოინაცვლა. ორგანიზაცია ქვეყნების შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმად რეგულაციების ეფექტიანობის დონეს იყენებს, აქაც შეფასების სამი ინდიკატორიდან 2-ში საქართველოს პოზიციები გაუარესდა. რამდენად რეგულირებულია საქართველოს ეკონომიკა და სად ვართ ბიზნესის რეგულირების დონით?