Home
Category
TV Live Menu

სად ღირს ყველაზე ძვირი უძრავი ქონება მსოფლიოში?

593f88a4d386a
BM.GE
20.06.17 10:35
990
კომპანია The Knight Frank ყოველკვარტალურ Global House Price Index-ს აქვეყნებს. კვლევაში 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებია გაანალიზებული. კვლევის მიხედვით, პირველ კვარტალში მსოფლიოში ბინების ფასი ყველაზე მეტად ისლანდიაში გაიზარდა. გასულ წელთან შედარებით, უძრავი ქონება ისლანდიაში 17,8%-ით გაძვირდა.

მეორე ადგილზეა ჰონგ-კონგი - ერთი წლის განმავლობაში ბინებზე ფასებმა 14,4%-ით მოიმატა. შემდეგ მოდის ახალი ზელანდია - 13,8%-ით, კანადა 13,5%-ით და თურქეთი 13,3%-ით.

სიაში სულ 55 ქვეყანაა, მათ შორის არის რუსეთი, სადაც ერთ წელში ბინების ფასი 4,6%-ით გაიზარდა, ასევე ბოლო ადგილზეა უკრაინა, თუმცა, ამ შემთხვევაში უძრავი ქონების ფასმა წინა წელთან შედარებით 9,4%-ით მოიკლო.

ორგანიზაცია წერს, რომ მთლიანობაში გლობალურმა უძრავი ქონების ფასმა პირველ კვარტალში 6,5%-ით მოიმატა, რაც 2014 წლის პირველი კვარტლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.


 
   


Subscribe to our news

Get the main news of the day