მსოფლიო დასუფთავების დღე 16 სექტემბერს აღინიშნება. დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ნარჩენების სწორად მართვაა. დასუფთავების საერთაშორისო დღე და მისი აღნიშვნა მიზნად ისახავს მსოფლიო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და კლიმატის ცვლილების პროცესზე მისი ზეგავლენის მნიშვნელობაზე.