გასულ წელს საქართველოს ტერიტორიიდან საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი გასვლა დაფიქსირდა საზღვარგარეთ, რაც 3.7-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.8%, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა. საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.7 მილიონი შეადგინა, რაც 3.2-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 944.2 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 99.4 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2022 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.1 ღამე შეადგინა. როგორია მონაცემები მიმდინარე წლისთვის, რომელ ქვეყნებს ირჩევენ ქართველები და ინტერესდებიან თუ არა შიდა ტურებით?