Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სადავო კანონპროექტი - რა „დათმობაზე“ მიდის ჯანდაცვის სამინისტრო?

BM.GE
27.06.23 19:30
97
სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომ „ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა. თუ კანონპროექტის პირვანდელი რედაქციით, რეგულირების სააგენტოს დაწესებულებებში შესვლა ნებისმიერ დროს გაფრთხილების გარეშე სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეეძლო, მეორე მოსმენაზე წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, მარეგულირებელი შეძლებს შემოწმება დაიწყოს, თუმცა პარალელურად შეტყობინების გაგზავნიდან 72 საათის განმავლობაში სასამართლოსგან შემოწმების მიზანშეწონილობის დადასტურება დასჭირდება. მიუხედავად ამ დათმობაზე წასვლისა, კანონპროექტში ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც მარეგულირებელი არა ერთხელ არამედ 3-ჯერ შეძლებს წლის განმავლობაში დაწესებულებებში სასამართლოს ნებართვის გარეშე შესვლას.

Subscribe to our news

Get the main news of the day