Home
Category
TV Live Menu

სადახლოზე 4000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

598b039336e2c
BM.GE
09.08.17 16:43
712
8 - 9 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო - საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ქვეყანაში არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ორი ფაქტი აღკვეთეს. ჯამში, 4000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი, სომხეთის მოქალაქეების მ.კ-სა და ს.ბ-ს შესაბამისად, მანქანაში მოწყობილ სამალავსა და ხელბარგში იპოვეს. საქართველოს საგდასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირებს, სანქციის სახით, შეეფარდათ ფულადი ჯარიმა ათას-ათასი ლარის ოდენობით. ასევე, ჩამოერთვათ საქონელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day