4600 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი გამოვლინდა 15 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში "სადახლო-საავტომობილო". ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საქონელი სომხეთის მოქალაქის, კ.ვ-ს კუთვნილ ბარგში აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირს ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი და შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.