Home
Category
TV Live Menu

სადაზღვევო ბაზარზე შესაძლო კარტელური შეთანხმების საკითხით კონკურენციის სააგენტო დაინტერესდა

574565f2e6ac3
ელენე გოგბერაშვილი
25.05.16 12:42
1715
სადაზღვევო ბაზარზე შესაძლო კარტელური შეთანხმების საკითხით კონკურენციის სააგენტო დაინტერესდა. როგორც აღმოჩნდა, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურისთვის სადაზღვევო ბაზარზე კომპანიებს შორის კარტელური შეთანხმების ფაქტების შესახებ ცნობილია. "დაზღვევის შესახებ" კანონპროექტის საკომიტეტო განხილვისას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემალაძემ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს მიუთითა, რომ არსებობს დამადასტურებელი ფაქტები, რომ ადგილი აქვს სადაზღვევო კომპანიებს შორის კარტელურ შეთანხმებას და თუ ასე გაგრძელდება ტყემალაძე კონკურენციის სააგენტოსთვის მიმართვას გეგმავს.

"კარტელურ შეთანხმებასაც აქვს ადგილი. მაქვს დამადასტურებელი ფაქტებიც. თუ ასე გაგრძელდება, მე გაძლევთ პირობას, რომ საქმეს გადავცემთ კონკურენციის სააგენტოს", -განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

სადაზღვევო ბაზარზე შესაძლო კარტელური გარიგების შესახებ საქმის კურსშია დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურიც. როგორც დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ეკა წერეთელმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, საკითხს დეტალური შესწავლა სჭირდება.

"სამსახური მზად არის ნებისმიერი ამ პროცესის შესწავლისთვის; ბუნებრივია კონკურენციის სააგენტოსთან ერთად. სამსახურისთვის ცნობილია ეს თემა. მანამდეც იყო ამ საკითხზე საუბარი და რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობს. ალბათ სერვისებთან დაკავშირებით ან ბაზარზე ოპერირებასთან დაკავშირებით იყო შეთანხმებები. ამ საკითხს ესაჭიროება ღრმა შესწავლა და მეტი კონკრეტიკა", - აცხადებს ეკა წერეთელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day