სახელმწიფო ტენდერებში არსებულ ხარვეზებზე საკმაოდ ხმაურიან განცხადებებს ,,არდი დაზღვევის’’ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი აკეთებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და ბიზნეს სექტორს შორის გამართულ შეხვედრაზე ნინო ლიპარტიამ ღიად ისაუბრა იმ პრობლემურ საკითხებზე, რასაც სადაზღვევო კომპანიები სახელმწიფო ტენდერების პროცესში აწყდება. მისი თქმით, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია ტენდერს აცხადებს, სადაზღვევო პროდუქტსა და ფასს შორის არის შეუსაბამობა და შემსყიდველი ორგანიზაცია სატედერო პირობებში არაადექვატურ პირობებს დებს. კომპანიებმა ხარვეზებს შორის დაასახელეს ასევე დიდი მოცულობის პირგასამტეხლოები და შემსყიდველი ორგანზიაცების მხრიდან სადაზღვევო პრონციპების უგულვებელყოფა. ლიპარტიას განცხადებით, ადგილი აქვს ასევე შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან სადაზღვევო კომპანიებისთვის წინადადებების წარდგენის აკრძალვის შემთხვევებსაც, რასაც ბიზნესი კონკურენციის სააგენტოში ასაჩივრებს.
"რამდენიმე შემსყიდველმა აუკრძალა კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიას წარდგენა წინადადების. აღნიშნული ჩანაწერის არაკონსტიტუციურობა სადაზღვევო კომპანიამ გაასაჩივრა კონკურეცნიის სააგენტოში, რომელმაც დაიწყო მოკვლევა და მიიჩნია, რომ კონკურენციის კანონმდებლობის შეზღუდვა იყო არამართებული. ახლა მიმდინარეობს მოკვლევა, რომელიც დასრულდება რამდენიმე თვეში. ,,არდი დაზღვევა’’ ერთ-ერთი განმცხადებელია, თუმცა საჩივარი სხვა კომპანიის მიერ არის წარდგენილი’’-აცხადებს ნინო ლიპარტია.