Home
Category
TV Live Menu

სადაზღვევო კომპანიების მოგება 9-ჯერ გაიზარდა - "400-მილიონიან ბაზარზე 18-მილიონიანი მოგება კარგი მაჩვენებელი არ არის"

58e35bcf3b59b
სალომე მეცხვარიშვილი
04.04.17 15:20
972
2016 წელს სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 9-ჯერ გაიზარდა. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ შეადგინა 18,86 მილიონი ლარი, 2015 წელს კი მთლიანი სადაზღვევო ინდუსტრიის მოგება 2.63 მილიონი ლარი იყო.

რის ხარჯზე გაიზარდა სადაზღვევო კომპანიების მოგება და რამდენად მაღალია 18 მილიონი 14 სადაზღვევო კომპანიისთვის?

"სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის" ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ 400-მილიონიან ბაზარზე 18-მილიონიანი მოგება კარგი მაჩვენებელი არ არის. მისი თქმით, 2016 წელს მთლიანი სექტორის მოგებამ 4%-ზე ნაკლები შეადგინა, რაც დადებითი მონაცემი არ არის.

დევი ხეჩინაშვილი განმარტავს, რომ ჯანმრთელობის დაზღვევაში ზარალი თითქმის 100%-იანია, სხვა მიმართულებებში კი შედარებით უკეთესი მდგომარეობაა.
რაც შეეხება შეკითხვას, რის ხარჯზე გაიზარდა კომპანიების მოგება 2015 წელთან შედარებით, ხეჩინაშვილი აცხადებს რომ 2015 წელს კორპორტატიული სტრუქტურა განსხვავებული იყო, ამასთან, "იმედი L" IPO-ზე გავიდა.

სადაზღვევო ექსპერტი გიორგი გიგოლაშვილი კი 2016 წელს გაზრდილ მოგებას ლარის დოლართან მიმართებით დასტაბილურებას უკავშირებს. მისი თქმით, 2015 წელს, როდესაც ლარის მკვეთრი გაუფასრება მოხდა, სადაზღვევო კომპანიებმა ფასების შეცვლა და მათი გაზრდა ვერ მოახერხეს, ამიტომ ნაკლებ მოგებაზე გავიდნენ.

"2016 წელს უკვე მომზადებული შეხვდნენ სადაზღვევოები, დაინახეს რომ ლარი დასტაბილურდა 2,4-ზე და შესაბამისი ფასები დაადეს პაკეტებს. თუ 2015 წელს დევალვაციის ფონზე ფასები გაიზარდა და მისი კორექტირება ვერ მოხდა, 2016 წელს უკვე გასწორდა ღირებულება. ბუნებრივია, მოგება 2015-ში ნაკლები ექნებოდათ, 2016-ში კი მეტი",- აცხადებს გიორგი გიგოლაშვილი.

ექსპერტი ეთანხმება დევი ხეჩინაშვილის შეფასებას და ამბობს, რომ 14 სადაზღვევო კომპანიისთვის 18 მილიონიანი მოგება მაღალი მაჩვენებელი არ არის.

Subscribe to our news

Get the main news of the day