Home
Category
TV Live Menu

სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 2016 წელს 9-ჯერ გაიზარდა

58dcbe8e079df
სალომე მეცხვარიშვილი
30.03.17 12:13
963
2016 წელს სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 9-ჯერ გაიზარდა. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ შეადგინა 18,86 მილიონი ლარი, 2015 წელს კი მთლიანი სადაზღვევო ინდუსტრიის მოგება 2.63 მილიონი ლარი შეადგინა.

გაზრდილია სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული სადაზღვევო პრემიების რაოდენობაც. 2016 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 393.04 მილიონი ლარი, 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 359.80 მილიონი ლარი იყო.

სადაზღვევო კომპანიების აქტივებმა შეადგენა 542,30 მილიონი ლარი, 2016 წელს კი 520.37 მილიონი ლარი.

სექტორში მობილიზებული კაპიტალის ოდენობა 136,27 მილიონი ლარია, 2015 წელთან შედარებით გაზრდილია ეს მაჩვენებელიც. 2 წლის წინ მათი კაპიტალი 100.60
2016 წლის ბოლოს სულ საქართველოში რეგისტრირებულია 14 სადაზღვევო კომპანია, 13 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

Subscribe to our news

Get the main news of the day