Home
Category
TV Live Menu

სადისტრიბუციო ბიზნესი: ფასები 20%-მდე დაკორექტირდა

574c06fdec7a5
ელენე გოგბერაშვილი
30.05.16 13:23
1386
დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურება განსაკუთრებით სამომხმარებლო ბაზარზე აისახა. იმის გამო, რომ სადისტრიბუციო კომპანიები მომწოდებლებისგან პროდუქციას დოლარში ყიდულობენ, სავაჭრო ქსელებში პროდუქციაზე ფასებიც გაიზარდა. როგორც სადიტრიბუციო კომპანიები ,,ბიზნესკონტაქტთან აცხადებენ, მას შემდეგ რაც ლარმა გამყარება დაიწყო, პროდუქციის ფასები დაახლოებით 10-20%-მდე დაკორექტირდა.
 
"ლარის გამყარებამ უკვე იქონია გავლენა ფასებზე. ზოგმაკომპანიამ 10-20%-მდე დაწია ფასები, ზოგს აქვს აქციები და ფასდაკლებები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავინახოთ სტაბილურობა. როცა იქნება კურსი სტაბილური, მაგალითად 2 თვის განმავლობაში, ამ შემთხვევაში კომპანიამები მიიღებენ ზომებს დაარეგულირონ პრაის ლისტები. ამის მიუხედავად იმის გარანტიაც არ არსებობს რა შეიძლება მოხდეს მსოფლიოში ან რეგიონში, რომ კურსი შეიცვალოს. ყველა ფრთხილობს და უმეტეს წილად ხდება დროებითი ფასის დაწევა", -აცხადებს "დიპლომატ ჰოლდინგის" ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი შენგელია.

სადისტრიბუციო კომპანიების ნაწილი, ინტენსიურად ფასების გადახედვას საშემოდგომოდ გეგმავს.

"ფასის ცვლილებას მტკივნეულად აღიქვამს როგორც მომხმარებელი , ისე სავაჭრო ქსელი. საკამოდ დიდხანს ვცდილობდით მომწოდებლებთან ერთად საკუთარი ბიუჯეტის ხარჯზე შეგვენარჩუნებინა ეს ფასები და დავკვირვებოდით სად წავიდოდა კურსის ცვალებადობა. ახალ რეალობაში მოხდა ფასის კორექტირება. ჩვენ ვუყურებთ კურსს. ნაწილ პროდუქციაზე 20%-ის ფარგლებში უკვე დავწიეთ ფასები, თუმცა სისტემატურად ფასების გადახედვას ვაპირებთ შემოდგომიდან. სწრაფად ამის გადაწყვეტას შეძლება მოჰყვეს გრძელვადიანი სირთულე ლოჯისტიკურ ურთიერთობაში როგორც მომწოდებელთან, ისე სავაჭო ქსელთან", - აცხადებს "ალიანს ჯორჯიას" დამფუძნებელი მამუკა ცაგარელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day