Home
Category
TV Live Menu

სადისტრიბუციო კომპანიებმა სადისტრიბუციო ბიზნეს ასოციაცია დააფუძნეს

574847379006c
ელენე გოგბერაშვილი
27.05.16 17:09
1519
სადისტრიბუციო კომპანიებმა სადისტრიბუციო ბიზნეს ასოციაცია დააფუძნეს. სადისტრიბუციო ბიზნესში არსებული გამოწვევების საპასუხოდ და სფეროში არსებული აქტუალური პრობლემების გადაჭრის მიზნით ასოციაციაში მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომედგენლები გაერთიანდნენ. როგორც ასოციაციის წევრები აცხადებენ, მათი მიზანია საერთო პოლიტიკის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს სადიტრიბუციო ბიზნესის, როგორც დარგის განვითარებას. ასოციაცია ამ ეტაპზე 8 სადისტიბუციო კომპანიას აერთიანებს.
 
"ასოციაცია, რომელიც შეიქმნა, მასში გაერთიანებული არიან 8 კომპანია. ჩვენი მიზანია მჭიდრო ურთიერთობა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და მათთვის სხვადადხვა ინიციატივების მიწოდება, რაც ამ დარგს აწუხებს’’-აცხადებს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, ივა ჭყონია.

დისტრიბუტორები გეგმავენ როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ისე ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობას, რათა შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა, რაც დისტრიბუტორებისა და რითეილს შორის ურთიერთობას დაარეგულირებს.

"ჩვენი იდეაა, რომ ჩამოვაყალიბოთ რაღაც კონკრეტული პირობები ან კანონმდებლობა,რათა ვიყოთ დაცულები, რომ ქსელები, რომლებიც იხსნებიან ერთ დღეს არ გაკოტრდებიან და ექნებათ მათ ან გარატიები ან ქონება, რაც ჩვენ დაგვიცავს. ასეთი პირობები, როგორადაც ჩვენ ქსლებთან ვმუშაობთ, მსოფლიოში არ არსებობს. გვინდა შევცვალოთ ურთიერთობების კლიმატი დისტრიბუტორებსა და რითეილს შორის. გვინდა საქართველოში ჩამოყალიბდეს მაღალი დონის ვაჭრობის კულტურა", - განაცხადა "დიპლომატ ჰოლდინგის" დამფუძნებელმა დიმიტრი შენგელიამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day