ემირატების ავიაკომპანიამ ამა წლის 1 მარტიდან დუბაიდან ოკლენდის მიმართულებით ყველაზე გრძელი ფრენა აამოქმედა,- იტყობინება avianews.com-ი.
ახალი პირდაპირი ფრენის ხანგრძლივობა 17 საათსა და 15 წუთს შეადგენს და ამ პერიოდში თვითმფრინავი 8819 მილი (14 193 კმ)-ის მანძილს გადალახავს.
უწყვეტი ხანგრძლივობის წინა რეკორდი ავიაკომპანია Qantas-ს ეკუთვნოდა, რომელიც სიდნეიდან დალასის მიმართულებით 17 საათის განმავლობაში 8578 მილი (13,805 კმ)-ის მანძილის გავლას გულისხმობდა.
თუმცა შესაძლებელია, რომ ახალი რეკორდი დიდი ხნის განმავლობაში არ გაგრძელდეს. Qantas-ი ავსტრალიიდან ლონდონის მიმართულებით Boeing 787-9-ით უწყვეტ ფრენის გახსნის შესაძლებლობას განიხილავს.