რუსმა კოსმონავტმა სერგეი ვოლკოვმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტიდან ამურის რეგიონში მშენებარე კოსმოდრომი “ვასტოჩნი’’ გადაიღო და ფოტო Instagram-ში გამოაქვეყნა.
ფოტოს უკვე 2500 მოწონება აქვს. კომენტარებში კი დიდი დისკუსია გაიმართა. ვოლკოვი კოსმოსიდან ფოტოებს უღებს ქალაქებსა და ღირშესანიშნაობებს.
ფოტოზე სასტარტო კომპლექსია ნაჩვენები, საიდანაც სტარტს აიღებენ რაკეტები “სოუზ’’ და სატესტო-საცდელი დაწესებულებები, საიდანაც რაკეტებია თავმოყრილი.
კოსმონავტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს ობიექტები ერთმანეთთან რკინიგზის საშუალებითაა დაკავშირენბული, რომელზე “სოიუზი’’ აიღებს სტარტს. მისივე თქმით ტერიტორია უზარმაზარია.