Home
Category
TV Live Menu

საერთაშორისო მედია კატარში მოსალოდნელ სურსათის კრიზისზე წერს

5936a7e54776d
BM.GE
06.06.17 16:54
765
კატარში სურსათის დახლების ნაწილი დაცარიელდა. საერთაშრისო მედია წერს, რომ მას შემდეგ, რაც კატართან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა ექვსმა სახელმწიფომ, კატარის მაღაზიები განსაკუთრებულად დატვირთულია და მოსახლეობა ეკონომიკური ბლოკადის შიშით სურსათს იმარაგებს.

ექვსმა ქვეყანამ - საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა და ბაჰრეინმა - კატართან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა. ქვეყნები აცხადებენ, რომ კატარი ტერორისტულ ორგანიზაციებს აფინანსებს.

CNN Money აღნიშნავს, რომ კატარი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სახელმწიფოა თავისი ნავთობისა და გაზის რესურსებით, მაგრამ ის სხვა ყველა მიმართულებით იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, განსაკუთრებით კი საკვების კუთხით. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2015 წელს ქვეყანამ ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების საკვების იმპორტი მოახდინა, აქედან მესამედი საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული ემირატების გავლით.

გამოცემა სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე და პოსტებზე დაყრდნობით წერს, რომ მაღაზიები იმაზე მეტად არის გადატვირთული, ვიდრე სხვა პერიოდში.

Subscribe to our news

Get the main news of the day