საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატა სასამართლოში კორუფციის თემასთან დაკავშირებით იმსჯელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაგეგმილია მრგვალი მაგიდის მოწყობა. ღონისძიება 27 მარტს 17 საათზე სასტუმრო "ჰოლიდეი ინშია" ჩანიშნული.
მრგვალი მაგიდის თემაა: "როგორც ავიცილოთ თავიდან კორუმპირებული მოსამართლეები სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ჩარევის გარეშე".
შეგახსენებთ, სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა ფადი ასლიმ "ანალიტიკას" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე კორუმპირებულია და მან საერთაშორისო კომპანიების მიმართ მიკერძოებული გადაწყვეტილებები მიიღო.
"რამდენიმე ჩვენი წევრი, - Philip Morris International, "ტერა ბანკი" და Rich American Tobacco, - სამივე კომპანია მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის მიერ უხეშად რომ ვთქვათ მოტყუვდნენ მაშინ, როდესაც მან გადაწყვეტილება მიიღო. ყველამ, ვინც გადაწყვეტილებას გაეცნო აღნიშნულის შესახებ არ დაიჯერა. ბატონი კაკაბაძე აშკარად კორუმპირებული მოსამართლეა. პრობლემა არის ბალანსის მიღწევა არა იმ მეთოდებით პარლამენტი და მთავრობა რომ ჩაერიოს. აქტუალური თემაა თუ როგორ გავაკონტროლოთ ეს კორუმპირებული მოსამართლეები, რადგან არავის აქვს უფლება მათ ხელი დააკაროს. მთავრობა და პარლამენტი საკიტხში არც უნდა ჩაერიოს“,-განაცხადა ფადი ასლიმ.
მის განცხადებას გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლო გამოეხმაურა.როგორც სასამართლოში განმარტავენ, სასამართლო ხელისუფლება მკაცრად გმობს და დაუშვებლად მიიჩნევს მოსამართლის მიმართ გამოთქმულ ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებას.