Home
Category
TV Live Menu

"საერთაშორისო სავალუტო ფონდი" საქართველოს 3-წლიანი პროექტის ფარგლებში 285 მილიონ დოლარს გამოუყოფს

58b6957292f8d
BM.GE
01.03.17 12:35
1122
"საერთაშორისო სავალუტო ფონდი" საქართველოში 3-წლიან პროგრამას იწყებს და პროგრამის ფარგლებში საქართველოს 285 მილიონი დოლარი გამოეყოფა. ამის შესახებ სასტუმრო „რადისონში“ ეკონომიკის მინისტრის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

"ეს არის ის პროგრამა, რომელიც შემუშავებული იქნა ჩვენი ხელისუფლების მიერ და რომელიც განხორციელედბა სავალუტო ფონდის დახმარებით. ეს არის გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი, რომელიც გამოიყოფა იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც აქვთ მოკლევადიანი პრობლემები საგადამხდელო ბალანსში.

პროგრამის ფარგლებში ეროვნული ბანკი 3 წლის განმავლობაში მიიღებს 285 მილიონი დოლარს",- განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

მისი თქმით, ყველა პროგრამის მიზანი, რომელსაც მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი არის, ეროვნული ბანკის რეზერვების გამტკიცება და ზრდა, რადგანაც ეს განაპირობებს რეზერვების ზრდის მდგრადობას და ამავდროულად იზრდება ინვესტიციები.

"სავალუტო ფონდის მისიის არსებობა ქვეყანაში არის ის დადებითი სიგნალი, რომელიც მიეწოდება ინვესტორებს, რომ ის მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს მთავრობა, არის სწორი“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day