Home
Category
TV Live Menu

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუარესა

578f7ff6593e5
BM.GE
20.07.16 17:36
1301
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის მომავალი წლის ზრდის პროგნოზი გააუარესა 0.1 პროცენტული პუნქტით, 3.4%-მდე. პროგნოზის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად Brexit სახელდება.
 
ახალ ანგარიშში, ფონდმა გაერთიანებული სამეფოს ზრდის პროგნოზიც შეამცირა, თითქმის 1 პროცენტული პუნქტით, 1.3%-მდე. ეს პირველი ანგარიშია ბრიტანეთში 23 ივნისს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ.

"ჩვენ 22 ივნისსაც ვაპირებდით მსოფლიო ეკონომიკის პროგნოზის გადახედვას", განაცხადა სავალუტო ფონდის მთავარმა ეკონომისტმა მორის ობსტფელდმა, - „მაგრამ Brexit-მა გეგმები აგვირია".

ფონდი თვლის, რომ ინგლისის ბანკის მოქმედებებმა საფინანსო ბაზრებზე პანიკის შეჩერება შეძლო, "თუმცა ცენტრალურ ბანკს მუდმივად ბუფერის როლის შესრულება არ შეუძლია". ფონდმა მოვლენების განვითარების 3 სცენარი წარმოადგინა, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება პროცესები.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Brexit-ის შედეგები ნელ-ნელა გამოჩნდება, შესაძლოა მრავალი თვის განვალობაში, ეკონომიკური და პოლიტიკური გაურკვევლობის ელემენტების დამატებით, რომელთა გამკლავებას დიდი დრო დაჭირდება", - განაცხადა ობსფელდმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day