საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოში ახალი მუდმივი წარმომადგენელი ჰყავს.
ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ფრანსუა პეჰშოსთან, (François Painchaud) რომელიც უფლებამოსილების შესრულებას მიმდინარე წლის ივლისიდან შეუდგა. შეხვედრას, ასევე, დაესწრო სსფ-ის ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი აზიმ სადიკოვი.