გასული წლების მსგავსად პროგრამა "ცოდნის კარის“ ფარგლებში ჩამოსული უცხოელი სტუდენტები საქართველოში უფასოდ ისწავლიან. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ BM.GE-სთან საუბარში განმარტა, პროექტი ორი მიმართულებით მუშაობს. ერთი გაცვლითი პროგრამაა, მეორე და უმთავრესი კი საერთაშორისო შეთანხმებებზე, ხელშეკრულებებზე, პროგრამებზე, აგრეთვე მემორანდუმებით ნაკისრ ვალდებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობა.
"პროგრამა „ცოდნის კარის“ მიზანია მსოფლიო თანამეგობობისთვის საქართველოს როგორც უმაღლესი განათლების მიღებისთვის კარგი შესაძლებლობის პოპულარიზაცია. დღესდღეობით 14 ქვეყნიდან რამოდენიმე სტუდენტის განათლებას საქართველოში აფინანსებს საქართველოს მთავრობა. ძირითადად, ეს არის სამედიცინო განათლება, სადაც ისინი უცხოურ ენაზე იღებენ განათლებას", - განაცხადა ალექსანდრე თევზაძე.
შარშან, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 46 უცხოელი სტუდენტის განათლება დაფინანსდა.
საქართველოს მთავრობამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში სწავლის ხელშეწყობის პროგრამა დღეს დაამტკიცა.
შენიშვნა: მასალაში განათლების მინისტრის მოადგილის განცხადება დაკორექტირდა. მასალის განთავსების შემდეგ BMG-ს დაუკავშირდა უწყების პრესსამსახური და განუცხადა რომ მინისტრის მოადგილის განცხადებაში ადგილი ჰქონდა მის მიერ დაშვებულ მექანიკურ შეცდომას, რის გამოც მასალაში განთავსებული ინფორმაცია დაზუსტების შემდეგ შეიცვალა.