Home
Category
TV Live Menu

"საფერავის" ჯიშის ყურძენზე სუბსიდიის თანხა 20 თეთრი, "რქაწითელზე" 45 თეთრი იქნება

5785f9ca5937a
BM.GE
13.07.16 12:17
1052
მიმდინარე წლის რთველის ფარგლებში, ”საფერავის” ჯიშის ყურძენზე სუბსიდიის თანხა 20 თეთრი, ”რქაწითელზე” კი - 45 თეთრი იქნება.  როგორც დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ აღნიშნა, გასული წლის პრაქტიკა, რომელიც სუბსიდიის ანაზღაურების 15 დღის შემდეგ აღებას გულისხმობს, გამართლებული აღმოჩნდა. მინისტრის თქმით, მთავრობის მიზანია, რომ ეტაპობრივად რთველის სუბსიდიიდან სახელმწიფო გამოვიდეს, თუმცა მიმდინარე წელს დარგი სტიმულირებას საჭიროებს.

""რქაწითელის” ნაწილში გვექნება 45-თეთრიანი სუბსიდირება, ხოლო საფერავის ყურძენზე 20-თეთრიანი სუბსიდირება. ველოდებით, დაახლოებით, 147 000 ტონა გადასამუშავებელ ყურძენს და საერთო ჯამში, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ, შარშანდელთან შედარებით, წელს დაახლოებით, 2000-3000 ტონით მეტი შეიძლება იყოს. აღნიშნული ასევე ითვალისწინებს ხელშეწყობას იმ ნაწილში, რომ მნიშვნელოვნადაა შემცირებული ღვინის საექსპორტო ღირებულება. იმის მიუხედავად, რომ ღვინის ექსპორტი 44%-ით არის გაზრდილი შარშანდელ ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, დაახლოებით, 25%-ით არის შემცირებული ფასი, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ საჭიროა სტიმული, თუმცა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჩვენი თვითმიზანია გამოვიდეთ სუბსიდიის მიდგომებიდან, როდესაც დარგი ამის შესაძლებლობას მოგვცემს", - განაცხადა მინისტრმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day