Home
Category
TV Live Menu

საფეხბურთო კლუბი "ტორპედო ქუთაისი" ელექტრონულ აუქციონზე არ გაიყიდა

59280c176b9f4
სალომე მეცხვარიშვილი
26.05.17 15:04
1001
საფეხბურთო კლუბი "ტორპედო ქუთაისი" ელექტრონულ აუქციონზე არ გაიყიდა. აუქციონი 11 მაისს დაიწყო და დღეს 15:00 საათზე დასრულდა, კლუბის შესყიდვით კი არავინ დაინტერესებულა.

ტორპედოს საწყისი ღირებულება 585 412 ლარი იყო. შემსყიდველს ევალებოდა "საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის" განვითარებისათვის ყოველწლიურად არანაკლებ 1,5 მლნ. ლარის ინვესტირება.

2017 წლის ვალდებულება, მიუხედავად არასრული კალენდარული წლისა, სრულად უნდა შესრულებულიყო 2018 წლის 1 იანვრამდე რაც გულისხმობდა, მყიდველის მიერ 500 000 ლარის პირდაპირი გზით ინვენსტირებას, გარდა ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მიღებული თანხებისა.

Subscribe to our news

Get the main news of the day